ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ის ხალხი მაინც ნუ გოდებთ და ნუ იბზუებთ პირს ვაქცინაზე – “აჰ, მარტო ერთი წლის შესწავლილს როგორ ჩავიკარებ პირშიო!”- მუჭით რომ სვამთ ყველა დაცემინებაზე ანტიბიოტიკებს! დავიჯერო, მათი ფარმაკოკინეტიკა ზედმიწევნით გაქვთ შესწავლილი?? თუ გაქვთ – არ დალევდით! პირველ ადგილზე ვართ ახალი თაობის ანტიბიოტიკების უპრაგონო, უაზრო და კაცობრიობისთვის მავნე მოხმარებით!
(თუ საჭიროა, იმასაც ავხსნი, რატოა კაცობრიობისთვის მავნე).
ან სხვა ვაქცინა რამდენ ხანში და ვის მიერ იქნა მიღებული ეს თუ იცით?”, – წერს დავით გადელია.
კომენტარები