მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში დებატები მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა:
“რამდენიმე წლის წინ, ვლადიმერ პუტინმა აღწერა, რას გაუკეთებდა სააკაშვილს, იმ დროინდელ პრეზიდენტს საქართველოსი. მას არ ექცევიან, როგორც სხვა მოქალაქეებს. მე მიმმართავ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლონ სააკაშვილი და მისცენ საშუალება იმკურნალოს საზღვარგარეთ. ის კვდება ციხეში და ამას გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ მომავალზე”
შეგახსენებთ, რომ სწორედ ფოტიგას ინიციატივით დადგა გუშინ, ევროპარლამენტში კენჭისყრაზე საკითხი, დღევანდელ დებატებზე სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობაზე ემსჯელათ.
კომენტარები