ეკონომისტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
,,ვიღაცას ეწერა, ის მაინც გვითხარით ვისი წლისთავი იყო,მთელი საქართველო რომ მივყვებითო!”
შეგახსენებთ, რომ 54-ე ინფიცირებული პაციენტი მარნეულელი ქალბატონია, რომელიც, სავარაუდოდ წლისთავზე დაინფიცირდა. მასთან შემხებლობაში მყოფი ასეულობით პირის მოკვლევა მიმდინარეობს. დღეს მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და ორივე მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.
კომენტარები