ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:
ამ ქვეყანამ ყველაფერი ქნა
თქვენ რომ გეძინათ, რუსებთანაც ვიომეთ
ყოფილ სსრკ-ში ყველაზე მასშტაბური რეფორმებიც გავატარეთ
ხელისუფლებაც არჩევნებით შევცვალეთ
მაშინაც გეუბნებოდით ივანიშვილის რეჟიმი რა იყო და რასაც იზამდა, რაღაც გაუგებარი პოლარიზაციის დასრულებაზე რომ საუბრობდით და ერთ ყურში შეუშვით, მეორეში გამოუშვით.
მოდი სიმართლე ვთქვათ: თქვენც უამრავი სისულელე გაქვთ ნაკეთები და მგონი მოვიდა დრო, არაფრისმთქმელი შეშფოთებებისა და დაგმობებიდან რეალური საქმით დაუდგეთ იმ ხალხს გვერდით, ვინც თქვენი დროშის ფრიალით ბერკუტელებს უდგება წინ.
ევროპული ღირებულებები ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება არაა.
ევროპული ღირებულებაა, როცა ბოროტებასთან ბრძოლაში მყოფ უკრაინას ტანკებსა და ჭურვებს აძლევთ.
არავინ ითხოვს აქ ტანკების გამოგზავნას, მაგრამ აიღეთ და ის მაინც ჰქენით, რიგითი ქოცი თმის შესაჭრელადა და საშოპინგოდ მილანში რომ ვერ დადიოდეს!”
კომენტარები