ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ალოო, „ოცნების“ პიარი …
ბიძიკო, რომ ზიხართ მანდ გუგულებივით, ის მაინც არ იცით, რომ არაპოპულარული პერსონები, ქალაქში დადგმულ უზარმაზარ ბანერებზე არ უნდა გამოჯგიმოთ ? კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძის „ზეშთაგონებული“ სახეები, რომ ხალხში გაღიზიანებას იწვევს, ეს ცალი ყურითაც არ გსმენიათ ? თუ არ გსმენიათ, ეგეც თქვენს „მაგრობაზე“ მეტყველებს !!!
ვის მიმართაც ოდნავ მაინც აქვს ამომრჩეველს სიმპათია, ისინი კი ბატონო, სხვებზე კი ან გაკეთებული საქმეების, ანაც გასაკეთებელი და დაგეგმილი პროექტების ამსახველი კადრები გამოფინეთ, დამიჯერეთ, ეგ უფრო იმუშავებს !!!
ის „პაივცემულები“ კი მხოლოდ მინუსია „ოცნებისთვის“ და მეტი არაფერი !!! იმას მაინც ვერ ხვდებით, მაჟორიტარებად რატომ არ დასახელდნენ ამ სამეულიდან არც ერთი, არც ერთ ოლქში ? დაგეწვათ „პიარი“ !!!”
კომენტარები