“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე “ღამის კურიერის” ეთერში ამბობს:
“ის თარიღი და ეს თარიღი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. იმის გამო, რომ მაშინ მოხდა 7 ნოემბერი, ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანებს, რომ დღეს საქართველო აქვს უზურპირებული იმ ადამიანს, რომელის ჩვენს ქვეყანას ანგრევს. ასე, რომ ის ფაქტი, რომ ადრე 7 ნოემბერი მოხდა, ეს არ გვაკომპლექსებს… ძალიან კარგად გვახსოვს ყველაფერი, არაფერი არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, მათ შორის არც ის, რაც არ არის სასიამოვნო და ვაღიაროთ შეცდომები, როგორც ამის ვაჟკაცობა ეყო სააკაშვილს და თანამდებობიდან გადადგა. მე არც 7-ში მაქვს პრობლემა გამოვიდე საქართველოს თავისუფლებისთვის საბრძოლველად და არც სხვა დროს”
შეგახსენებთ, ოპოზიციამ დიდი აქცია 7 ნოემბერს დაანონსა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიცია აქციის თარიღის შეცვლას გეგმავს.
კომენტარები