ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ქორწილის ორგანიზატორი რუსკა გვარამაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს ადამიანი, ვინც დაწერა რომ ფოტოგრაფები და ოპერატორები ქორწილში მშიერი დატოვეს, იმ დღეს იქ საერთოდ არ ყოფილა.
“ძვირფასო მეგობრებო და ნაცნობებო, აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ამ საოცარ აგორებულ ამბავს.
მოდით სანამ ჩვენს ორგანიზებას და გაკიცხვას დაიწყებთ, ჯერ გაიგეთ სინამდვილეში რა როგორ იყო
ფოტოგრაფი, რომელიც პოსტის ავტორია, საერთოდ არ იმყოფებოდა ირაკლის და ლიზას ქორწილში. პოსტის დაწერიდან, 1 საათში ანუ როგორც კი პროგრამამ მოგვცა საშუალება ყველას, მშვენივრად მივუსხედით მაგიდას, საკმაოდ დატვირთული მენუთი და არც ფოტოგრაფი, არც ვიდეოგრაფი, არც ხმის და განათების რეჟისორი, არც კრანის ხალხი მშიერი არ დარჩენილა , ასევე დააყოლეს უგემრიელესი ტორტი და ყავაც.
ჩვენს კომპანიასთან ვისაც უმუშავია, კარგად იცის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა და ასეთი შეცდომები ჩვენ რომ არ მოგვდის კიდევ კარგი არაერთ ადამიანს გაქვთ ნანახი.
ნამდვილად იზრუნა ორგანიზატორმა სთაფის კვებაზე მეგობრებო და შეარგეთ ეხლა ამ ხალხს ბედნიერება!
ორი დღეა ვკითხულობ კარგ კომენტარებზე მეტ უარყოფითს, ლიზა წაიქცა და აიტაცეთ, ვიღაცამ რაღაც დაწერა რაც სიმართლე არაა და აიტაცეთ, კარგი ვერაფერი დაინახეთ ამ ქორწილში???”
კომენტარები