ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
“ის, რაც გირკინს გადახდა (ანუ არა მხოლოდ არ დაუფასდა “დიადი რუსეთისთვის” გაწეული “ღვაწლი”, არამედ საბოლოოდ დააპატიმრეს და ბოლოს შეიძლება მოკლან კიდეც) ჭკუის სასწავლი მაგალითი უნდა იყოს ყველა რუსეთუმესთვის.
ეს არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა არაა რუსეთისა და მისი მეხოტბეებისთვის (გაიხსენეთ თუნდაც ბუდუ მდივანის ამბავი, რომელიც 1921 წელს 11-ე არმიას შემოუძღვა საქართველოში და ბოლოს მაინც ოჯახიანად დახვრიტეს ბოლშევიკებმა 37-ში).
მაგრამ არამგონია რუსეთუმეებს ამდენი ფიქრი და მაგალითების განზოგადება შეეძლოთ.
ოდნავ დაფიქრება მაინც რომ რომ შეეძლოთ, რუსეთუმეებიც ხომ არ იქნებოდნენ?!”
კომენტარები