პარლამენტის წევრი, ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენიმე დღის წინ, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო დამალვის მიზნით. ფემიციდზე აქცენტის გასაკეთებლად და ყურადღების გასამახვილებლად სახალხო დამცველს პირადი “Facebook”-ის ანგარიში არ გამოუყენებია. პარლამენტის წინ დემონსტრანტების დაკავება ცარიელი ფურცლების და სხვადასხვა შინაარსის მქონე წარწერების გამო – არც ამ ფაქტს გამოხმაურებია სახალხო დამცველი პირადი ანგარიშით.
ის რომ 5 მილიონი ბიუჯეტის მქონე მეცნიერებათა აკადემია “ბატონი ირაკლის გვერდით დგას უპირობოდ” – უმძიმესი პრობლემაა! იმდენი საშინელი ფაქტი დადასტურდა ამ რამდენიმე წუთიან ვიდეოში, რომ როინ მეტრეველის ასაკზე ხაზგასმა, კაცზე, რომელიც საბჭოთა ფუნქციონერი იყო და ამით ამაყობს, რომელმაც უამრავ ახალგაზრდას წაართვა შესაძლებლობა წლების განმავლობაში განათლება მიეღო, და სახალხო დამცველის მხრიდან ეიჯიზმის გამოვლენა ძალიან მძიმე ამბავია. ძალიან ვწუხვარ.“
კომენტარები