საკრებულოს დეპუტატი, “ოცნების” ყოფილი წევრი, ერეკლე კუხიანიძე, სოციალურ ქსელში, ავრცელებს კახა კალაძის სიტყვებს და ფოტოს და იქვე პასუხობს:
“ის რომ ადამიანებს აღარ კლავენ იარაღით ქუჩაში ეს დემოკრატია არ არის. ადამიანი შეიძლება უიარაღოდაც მოკლა და სიტყვითაც კი.
ის რომ საკუთარი გუნდის წევრი თქვენივე დაცვისათვის, საკუთარ კედელზე გამოთქმული მოსაზრებისათვის შეგიძლიათ სრულიად გაანადგუროთ და მერე დაემალოთ სამარცხვინოდ და პასუხი არ გასცეთ – ეს რომელი დემოკრატიის ან კაცობის სტანდარტია?!
სამწუხაროა რომ ისეთი დრო დადგა რომ არჩევნების დროს ხმა უნდა მისცე მოღალატე უღირსს – მხოლოდ იმიტომ რომ ურჩხულის დაბრუნების გეშინია.
ეს არის ჩვენი ყველას ბრალი და ხმა არა აქვს არავის ამოსაღები სანამ ამ სიტუაციას არ შევცვლით.”
შეგახსენებთ, კახა კალაძემ, რამდენიმე დღის წინ თქვა – „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა, რამაც ევროპულ ოჯახთან დაგვაახლოვა” – სწორედ ამ სიტყვებს პასუხობს ერეკლე კუხიანიძე.
კომენტარები