გერმანიაში მცხოვრები, ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“ამდენ პასუხისმგებლობის გადაბარებებს და ყველაფრისთვის დამნაშავეების ძიებებს აქვს რაღაცა ზღვარი.
ადამიანი ლოგიკაა და განსჯაა.
აუცრელი ადამიანი დაახლოებით 15 დან 20%ით მეტად აწვება ჯანდაცვის სისტემას.
აი ესაა მხოლოდ პრობლემა.
აუცრელი ზრდის ჯანდაცვის დატვირთვას აცრილთან შედარებით დაახლოებით 20%, ოღონდაც, თუკი პრობლემატური და სარისკო პაციენტებს აცრი, არც ეგ ხდება.
სამაგიეროდ და ხომ უნდა გავიგოთ ყველამ ერთად, რომ
აცრილიც და აუცრელიც ზუსტად ისევე იღებენ ვირუსს, ერთნაერად, აქ არ არსებობს მექანიზმი და ანტისხეული, რომელმაც გამოიწვიოს ვირუსის ზედაპირულ ლორწოვან გარსში შეღწევაზე ზემოქმედება.
მიდის კვლევა ინჰალაციურ საშუალებაზე, რომელიც ცხვირის ლორწოვანს ვირუსისგან დაიცავს, მაგრამ, ეს ჯერ კვლევაა.
დღეს კი, ყველა ადამიანი, ვისაც კორონა არ გადაუტანია და ერთხელ მაინც არ ჰქონია აი ის სუპერანტისხეული სახელად იმუნოგლობულინი M, ის პენტამერი, ის ხუთივე ანტისხეული თანავარსკვლავედი, რომელიც არსებობს მხოლოდ ინფიცირებისას, არის ინფიცირებადი და ინფექციის გადამტანი.
აცრილებს აქვთ დაავადების წინააღმდეგ იმუნიტეტი და რამდენიმე კვლევა ამტკიცებს კიდეც, რომ ეს იმუნიტეტი მაშინაც მოქმედებს, როცა სისხლში ნაკლებია ანტისხეული – არსებობს კვლევა ფაიზერის ვაქცინაზე, როცა ძვლის ტვინში აღმოჩნდნენ ანტისხეულების კუნძულები, შენახულად და ისე, რომ სისხლში არ ჩანს, და თუ დაინფიცირდება ადამიანი, იმოქმედებს და არ იქნება მძიმედ ავად,
მაგრამ,
ის რომ აცრით არ შეგეყრება,
არ არსებობს.
ამიტომაც,
მოეშვით ამ ჰომოფობიურ და საშინელებათა სცენარებს აუცრელების წინააღმდეგ,
ესაა სრული ანტიადამიანური უსახურება.
სად გინდა გაჩერდე და თქვა, რომ ჯანდაცვის სისტემის გამო აი ესა და ის იძულებითი ღონისძიება გვინდაო?
იქნება სპორტსმენებზე და ბაიკერებზე და ადრენალინის მოყვარულებზე, რომლებსაც გაცილებით უფრო ხშირად სჭირდებათ ქირურგი?
იქნება და მედიკამენტებზე დამოკიდებულებზე, რომლებიც საშინლად აწვება ფინანსურად და სოციალურად საზოგადოებას?
იქნება და გენეტიკურ ინვალიდებზე, ავუკრძალოთ გამრავლება და ადამიანური ცხოვრება?
ჭარბწონიანობა ავკრძალოთ და იძულებითი დიეტა გამოვუწეროთ, ისინიც ექიმს უფრო მეტად აწუხებენ.
იქნება და ჩვენი გაგებით არაჰიგიენურ ადამიანებზე მოვახდინოთ რაიმე იძულება, რომელთა ხედვა, ჩაცმა თუ მოუჭრელი ფრჩხილი გვეხამუშება და A თუ E ჰეპატიტის ასოციაციას იწვევს ზოგიერთში?
ჩვილ ბავშვებს რა ვუყოთ?
12 წლამდე ასაკის ბავშვები შუშის ფუტლიარით ვატაროთ თუ გავრიცხოთ საზოგადოებიდან?
აზრზე ხართ საერთოდ თუ რა პანდორას ყუთს და საშინელებათა, ჰორენდულობის სცენარებს ხსნით და ასზრდოვებთ??
,,ფულადი,, და ,,გადატვირთვის,, მოტივი გაჟღერდა გერმანიაშიც, თვით კანცლერისაგან, რომელმაც თქვა რომ ,,აუცრელები აცრილების უკან უნდა დადგნენ სამედიცინო მომსახურეობისასო,,
და ბავარიის შეფმა კი დაამატა ,,მკურნალობის ფულის ნაწილი გადაიხადონო,,
მართალია იძულება არ უთქვამს, მაგრამ ესეც საკმარისი საშნელებაა…
და მე პირადად 100%ით ვარ დარწმუნებული რომ მოიხდის ბოდიშს, ყველა მოიხდის ბოდიშს, გინდაც მაშინ და ცოტა დაგვიანებითაც, როცა კონსტიტუციის დამცველთა, ადამიანის უფლებათა დამცველთა სარჩელებს განიხილავს გერმანიის და მერე ევროგაერთიანების უზენაესი სასამართლოები.
არავისი უფლება არ ირღვევა ვინმესი აუცრელობით,
არავისი ჯანმრთელობა არ ილახება ვინმეს აუცრელობით ამ ვირუსზე,
აუცრელი მხოლოდ საკუთარ თავს აკლებს და იყენებს იმ ქვეყნის ჯანდაცვას, რომლის მოქალქეცაა.
ეს მისი უფლებაა.
ჯანდაცვის სისტემის მოვალეობა კი მიხედვაა, პროფესიონალიზმია და
არა ექიმებისა და კორონატესტების ერთობლივი ბიზნესი,
არა ექიმისა და აფთიაქის ერთობლივი ბიზნესი,
არა ექიმისა და იმუნთერაპიის მაპროდუცირებელი ფირმების წარმომადგენლობითი ბიზნესი
არა ექიმისა და სამედიცინო დაზღვევის ერთობლივი ბიზნესი
და ამის ყველაფრის უკან კი დგას დიდპირმოღებული სახელმწიფო ყულაბა,
რომელიც იხდის
ამის ყველაფრის უკან დგას სახელმწიფო, რომელსაც არცერთი კლინიკა კრიტიკულად ჰიგიენურად არ შეუმოწმებია
ყველაზე დიდი ანტივაქსერი გყავთ პრემიერმინისტრი და აი იმას ებრძოლეთ.
იმას კი არ ებრძვით,
იმიტომ რომ შეუძლია შეგიმოწმოთ ბიზნესი და არ გამოწმებთ,
იმიტომ რომ შეუძლია დაგიხუროთ ბიზნესი და არ გიხურავთ,
ხელი ხელს ბანსო სიტუაციაში ხართ და ამიტომაც დაბალ ღობეებს ირჩევთ.”
კომენტარები