საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ასე უპასუხა:
„მართლმსაჯულების სისტემამ ადამიანთან დაკავშირებით გამოიტანა განაჩენი სისხლის სამართლის საქმეზე. რა თქმა უნდა, მე აქ არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ. თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა და დამნაშავეა, პასუხისმგებლობა უნდა მოიხადოს და უნდა იჯდეს, ან გამოვიდეს, ან რაღაც სხვა იურიდიული ფორმები არსებობს.
წარმოდგენა არ მაქვს, შეიწყალებს თუ არა მას პრეზიდენტი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის მართლმსაჯულების სისტემა სამართლიანი უნდა იყოს ყველასთვის, სასჯელის აღსრულება და გარდაუვალობა არის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის, რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის“
1ტვ
კომენტარები