მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოს ისტორიაში პირველად, 2012 წელს მამაჩემმა ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. მალევე მან ქვეყანა დატოვა, რადგან იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება დაიწყებდა მის დევნას და ჩასვამდა ციხეში. მათ არა ერთი საქმე აღძრეს, რომელსაც “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას” უწოდებდნენ. ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული, მამაჩემი მუშაობდა ევროპასა, აშშ-ში და ექსტრადიციას პრობლემა და საფრთხე არასდროს ყოფილა. მხოლოდ იმიტომ რომ ის უკან დაბრუნდა მათ შეძლეს დაეკავებინათ იმ ბრალდებებით, რომლებიც არსად აღიარებული არაა საქართველოს გარდა. ის ახლა უკრაინის მოქალაქეა, დაკავებამდე პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა.
პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ორიენტაცია დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია. მე არ მინდა ვთქვა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ციხეში ჩაესვა. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მაგრამ თუ ნახავთ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, რომელიც მამაჩემის მდგომარეობას აშუქებს, ფაქტია, რომ იქ ეს უხარიათ. [მისი ამჟამინდელი მდგომარეობით და იმით, რომ ის ციხეშია] ისინი სიამოვნებას იღებენ. 2008 წლის ომის დროს, როცა მამაჩემი პრეზიდენტი იყო, საქართველო იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება მათ იფიქრეს, რომ ის ამისთვის ბოლომდე არ დასჯილა და ახლა ამის მისაღწევად არსებობს გზა”
კომენტარები