• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, ოთხშაბათი, 30 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისაია პატრიარქად უნდა დასვან სასწრაფოდ, რომ ეკლესიის აყროლებული მდგომარეობა ცოტათი გამოსწორდეს” – ილია ჭიღლაძე

ალია ავტორი - ალია
20:39 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
937

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:

“ხშირად უკითხავთ ამდენ ცუდ მეუფეზე წერ და კარგიც ხომ იქნება ვინმე, მასზეც დაწერეო.
დღევანდელ სინოდში ყველაზე კრისტალური, ყველაზე სუფთა, ყველაზე უბრალო, ყველაზე თავმდაბალი, ყველაზე მეტად პატრიოტი, ყველაზე მეტად მშრომელი, ერთი სიტყვით ყველაზე უფრო უწმინდესი, ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, არის მეუფე ისაია ჭანტურია, მიტროპოლიტი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის, რომელსაც საპატრიარქოში არავითარი ადმინისტრაციული პოსტი არ უკავია და არც არაფერს ეკითხებიან, ერთგვარად გარიყულია. მწყემსავს ორ სოფელს ნიქოზსა და ხვითს და ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტს დისტანციურად, იქ მყოფი რამდენიმე სასულიერო პირის საშუალებით.
თუმცა ეს ჩაკეტილი მდგომარეობა მისი არჩევანიცაა, არის უკიდურესად ჩუმი და უპრეტენზიო, რაც ამავდროულად დიდი ნაკლია ეპისკოპოსისთვის, ეპისკოპოსი უნდა იყოს თამამი და გაბედული, არ უნდა ეშინოდეს საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გამოხატვა. ეს სიჩუმე განდეგილი ბერისთვის შეიძლება პლიუსი იყოს, მაგრამ არა ეპისკოპისისათვის. ამასთან, როდესაც საპატრიარქო განსხეულებული ეშმაკების ხელშია, შენ თუ მართალი მღვდელმთავარი ხარ, უნდა ხედავდე და კიდეც უნდა ებრძოდე მათ. არავითარი ამდაგვარი მიტროპოლიტ ისაიასთან არ ხდება.
ისე ეკლესიის იერარქებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, დღესვე ისაია უნდა აირჩიონ მოსაყდრედ და პატრიარქად დასვან სასწრაფოდ, რომ საპატრიარქოს და ეკლესიის აყროლებული მდგომარეობა ცოტათი მაინც გამოსწორდეს და პრესტიჟი მცირედ მაინც დაიბრუნონ. ნუ ისიცაა, რომ თუ საპატრიარქოს ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე არ გამოცვალა ახალმა პატრიარქმა და რიგი რაშისტი და კრიმინალი კლერიკალები არ განკვეთა, ისაია ჭანტურია კი არა, გაბრიელ მთავარანგელოზი რომ დადგენილიყო საქართველოს ეკლესიის პატრიარქად, ესეც ვერ უშველიდა ამ აქოთებულ სიტუაციას. მთავარი კი ისაა, რომ ახალ პატრიარქს კარგად უნდა ესმოდეს ეკლესიის არსებული უმძიმესი პრობლემები და ნათლად წარმოდგენილი ჰქონდეს გამოსწორების გზა და საშუალებები, მხოლოდ პიროვნული სისუფთავე კი ამისთვის არ კმარა!”
თეგები: დეკანოზი ილია ჭიღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

15:33 07-29-2025
საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება
ახალი ამბები

საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები თიბისის მხარდაჭერით გაემგზავრება

14:05 07-29-2025
თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ახალი ამბები

სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

16:44 07-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved