ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა:
“მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი და ამბობს, რომ ‘მარტო’ ვარ- სორრი ჩემი ‘მეგობარი მამაკაცების’ ფოტოს არ ვდებ
მოკლედ, არ მომიყოლია, ხომ?))
2020 წელია, 27 მარტია და წინა დღეს სოფიკო მეუბნება- საჩუქარს გიგზავნი, ხომ სახლში ხარ საღამოს?
კიიი მეთქი – თვითონ კი სექს გეგმები მაქვს, 45 გვისრულდება მე და დეას!
ხო და ერთმა ჩემმა ყოფილმა ისტერიკა მომიწყო- მოვიდა, ყვავილებით, იატაკზე გაერთხა და – უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, არ გამაგდო შენს დაბადების დღეზე მაინც! ჯანდაბას შენი თავი მეთქი, ახალი ტიპი მაინც მივლინებაშია, დავტოვე ჩემთან.
დღისით აღვნიშნეთ დაბ დღე, საღამოს უნდა გავაგდო, სხვა გეგმები მაქვს, ახალი მე-100 სართულია გახსნილი, იქ მაქვს 2 ბილეთი, იქ უნდა დავლიო შამპანური, რა იცი რა ხდება
სოფიკო კი მწერს- არ წახვიდე, საჩუქარი გზაშია….რა საჩუქარია ასეთი მეთქი, საღამო მიფუჭფება და მოასუხობს: Louboutinზე მაგარია, დაელოდე!!! ვაა მეთქი. Chanelის ჩანთას მიგზავნი, ლუბუტინზე მაგარს რას მიგზავნი -მეთქი. თან ვფიქრობ, ალბათ ყვავილებს და ტორტს მიგზავნის, გაფუჭდება, ცოდოა… გახდა 9:30 საღამოს, ის რუფტოპი მე-100 სართულზე 10:30 იკეტება- ისტერიკულად ვურეკავ, წავედი მეთქი, დაბადების დღე მიფუჭდება..
ხო და ჩადი ჩადი, მოვიდაო საჩუქარი-
ჩავედი, ჩაცმული გაპრანჭული და- დეა არ დგას ტაქსით
მაშა არ ყავდა თან, სახე მომეღრიცა- რა იყო, არ გიხარიაო ?
(მაშას ვიზა არ აქვს) ბუტბუტით- ჩქარა-მეთქი, იკეტება პონტი- ავათრიე მისი ჩემოდანი, ამოვედით და იმ უბედურს, გაეღვიძა- წავედითო?
უი surpriseee მეთქი, ჩემი და ჩამოვიდა,- გამოდებილდა, საწყალი ჩემნაირი ოღონდ სწერვა რომ ნახა დეას კიდევ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა- ცოცხალი ‘ფაქტი’ დახვდა ჩემთან, თან ახალგაღვიძებული, შოკში. თან მაშინ ჩემი მეგობრის ძმას ვხვდებოდი, ძმის ხათრით- ძალიან მაგარი ტიპია- და ჰაიტიდან არიან წარმოშობით, და დეას შოკო წარმოგიდგენიათ, ფრანგულად მოლაპარაკე, კაი ნაღდი შავი ტიპი, თან ჩაცმული – დავაფიცე წესიერად ჩაიცვი ბოტასი არ ვნახო!
დეა ისე გამწარდა, თურმე სექსი რომ მაქვს და ‘მარტოობით არ ვკვდები’, მისი სცენარით, ერთი ის წაისისინა- რა გოიმია, Gucciს ფეხსაცმლით ვინ დადის.
მოკლედ, დეამ Chanelის ჩანთაც ჩამოიტანა, მაგრად ვიღადავე- იმ ტიპმა ‘ყვავილი დათესა’ ჩემთან სახლში, ქოთანში (მართლა, მართლა), სულ იმედი ჰქონდა, რომ
ჩემს გაყინულ გულში ემოციას გააღვიძებდა და რომ ვუტრიალე დეას შანელი, მგონი აფრენენო, იფიქრა..
ხო და, ამ გრძელი პოსტით, cheers იმ
ადამიანების, დეას მსგავსად, ვისაც ჰგონიათ, რომ სექსის და ვნების და სიყვარულის ნაკლებობა გვაქვს- წინა ღამეს სექსის დროე ჯვრის მოხსნა არ მოხსნაზე ჯერ კომენტარებში ‘წაიქართველა’ და მერე ინბოქსში მაგინა, კატას მაინც ჩაეხუტეო- ამიტომ cheers, იმ ხანჟა ხალხის, დეად თავმჯდომარეობით, ვისაც ჰგონია, რომ მარტო ვართ, ჩვენ კი დილას შამპანურით და მიმოზათი ვიწყებთ და ჩემს მეგობარს მამაკაცს ვუხსნი რუსულად: по утрам, шампанское пьют или аристократы, или дегенераты! და ძალიან სერიოზულად მეკითხება: i hope, we are degenerate aristocrats, right?
არისტოკრატ დეგენერატებს გაგვიმარჯოს, კვირა დილას, როცა ვიღაცას ჰგონია, რომ მარტო ვართ, ჩვენ კი, ‘манхаттан слушает’ (დეამ დამარქვა) მიმოზათი ვიწყებთ- ნუ, ძალიან ვნებიანი დილის შემდეგ, რა თქმა უნდა.
პს ხოო დამავიწყდა მეთქვა- კი ავედით მე-100 სართულზე, შამპანური დავლიეთ- ფოტო გადავიღეთ და წამო დეა წამო გამჭვირვალე ვერანდაზე- რიგში ჩავაყენე და ლიფტში არმოვჩნდით- ისე დამშოკა ჩამოსვლით… ის საცოდავი ქვემოთ მანქანით გველოდებოდა და ჩვენი შეხვედრის ბოლო დღე იყო- სულ დეას სახელს მაფიცებს რომ ვნახო, რომ იცოდეს, დეას გულის წასვლები, მის ნახვაზე, რა შემისრულა.”
კომენტარები