ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე, საქართველოს ევროინტეგრაციასთან ატეხილ მღელვარებასთან დაკავშირებით ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს:
ვიღაცეები ახურებენ, ჩვენი ს ა ხ ლ ი არის ე ვ რ ო პ ა ო!
საუკუნეების წინ ჩვენ ევროპაში ვცხოვრობდითო, მერე
ს უ ს უ რ უ კ უ მ გამოგვიყვანა ევრიპიდან ძალითო და
ახლა უკან, სახლში გვინდა ისევ დ ა ბ რ უ ნ ე ბ ა ო…
ბიჯო! ეგ როგორი პონტია იცი? აი, დ ა ლ ე ვ ა რო არ გინდა
და ძმაკაცი რომ გაგიყვანს ძალით სახლიდან და სადღაც
წაგათრევს და მაგრა რომ გატყვრები… დაახლოებით ეგაა!
მარა, ბიჯო, ჯერ ერთი, რა დავლიეთ ამისთანა და ამდენი,
რომ ა რ გ ვ ა ხ ს ო ვ ს როდის ვიყავით ევროპაში და რას
ვაკეთებდით იქ? რეალურად რომ გვკითხოს ვინმემ,
ვერავინ იტყვის როდის და რითი მტკიცდება რომ ჩვენ
ევროპაში “ვცხოვრობდით”, ანუ არავის არ გვახსოვს
არაფერი, უბრალოდ ისე “ვიცით” რომ ევროპა ჩვენი
“სახლი” იყო ოდესღაც… კაი, მარა, ბიჯო, რომ გავიძახით,
სახლში დაბრუნება გვინდაო და ვერ ვბრუნდებით იმ
სახლში, ეგეთი რა მ თ ვ რ ა ლ ე ბ ი ვართ რომ სახლის
გზას ვეღარ ვაგნებთ? რავი, ისე ლაპარაკობთ სახლიაო,
ერთი გაკაპასებული ც ო ლ ი არ გამოგვივარდებოდეს
მაგ ევროპიდან “პ ო ლ ი ს ჯ ო ხ ი თ” – სად დეეთრეოდი
ამდენ ხანს შე სასიკვდილეო და მეტი არაფერი მინდა რა!
კომენტარები