ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი:
„მთავარია კონვულსიებში გადასულ ზელენსკის, ჩვენი მხარეც არ აჰყვეს სიგიჟეში. ისე მიდის საქმე,
ნანატრი მეორე ფრონტი მალე ექნებათ სადმე სამეზობლოში და მოისვენებენ.
მოსავალიც მალე მოვა, უკრაინის წილი ხორბლის მსოფლიო ბაზარზე, უკვე მინიმალურია. ამავდროულად 11-ჯერ “სანქცირებული” რუსეთი მსოფლიო მარაგების 1/5-აკონტროლებს. დაიწყება სავაჭრო დერეფნებზე მოლაპარაკებები და სააკაშვილიც აღარავის გაახსენდება. არ არის გამორიცხული საარჩევნო ციკლის მოახლოებასთან ერთად ევროკავშირმა და აშშ-მ კრედიტად გაცემული მილიარდების და იარაღის ბედიც მოიკითხონ.
ამ ფონზე, ზელენსკის(უკრაინის) ინიციატივით ჩვენთან ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავებს და ჩვენ ამ იდიოტური ნაბიჯით არაფერი დაგვაკლდება. რატომ გვიბედავენ ამდენს? ეს წინა ათწლეულებში ისტერიულად “მეგობრების” მითის შექმნის და დაჯერების ბრალია“
კომენტარები