სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე “ლელოს”ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შემდეგ დღევანდელ სასამართლო პროცესზე სამის კიდევ ერთი ბრალდებული, ავთანდილ წერეთელი დაიკითხა.
ავთანდილ წერეთელი:
“შეიძლება შეხედულება არ მიწყობს ხელს, მაგრამ ისეთი სულელი არ ვარ, რომ ვიღაცას 16 მლნ მივცე და არ დამიბრუნოს, ან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაში სჭირდებოდა ბანკის „გადაგდება“ ან მე რაში მჭირდებოდა. როდესაც მთხოვეს სესხი, ამას წინ უძღოდა წინა წლები – მათ ნასესხები ჰქონდათ დიდი თანხები და დაბრუნებულიც ჰქონდათ.
არც ვაღიარებ და არც ვინანიებ, იმიტომ, რომ რაც არ ჩამიდენია, რა უნდა ვაღიარო”
ე.წ. ფულის გაგეთრების საქმეზე, მოწმის სახით, დღევანდელ პროცეზე ბადრი ჯაფარიძე, ხოლო წინა პროცესზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხნენ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
კომენტარები