მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ისეთი დრო მოდის, რომ ეს სიტყვები ზეპირად უნდა ვიცოდეთ:
ბუკეტი
ვენერულ დაავადებათა ნაკრები
გაიშნიკი
ძალიან ცუდი პიროვნება. უბოროტესი არსება, წარსულის დემონი, რომელიც გზატკეცილიდან პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდა.
კრუშკა
დაჭყლეტილი რკინის ჭიქა.
მანტიროვკა
ცივი იარაღი, რომელიც მძღოლს ყოველთვის გვერდით ედო მალულად და საფრთხის შემთხვევაში თავს იცავდა მტრისგან.
კალგოტკა
ეუჰ, ეს რა კარგი რამეა…
კრაოტი
ჭრაჭუნა საწოლი.
მაროჟნი
გაყინული წყალწყალა რძე, ყინულის ნატეხებით, რომელსაც ნაყინად გვასაღებდნენ საბჭოთა კავშირში.
პროსტა
1. ისე; აი მინდა და ეგრე; უბრალოდ;
2. საბჭოთა კრიმინალური სამყაროს დროს ეს არ უნდა წამოგცდენოდა, თორემ მტრის მხრიდან იმ წამსვე მოყვებოდა გამანადგურებელი ფრაზა: „პროსტა კოშკი ნე იებუტსა“.
პრივეტ
სალამი ცუნცულ.
პაჭკა
1. ფულის დასტა 2. წიწიბურა რაშიც ყრია.
პა ბალშომუ
მთლიანობაში, ჯამში, ძალიან კარგად თუ დავუკვირდებით, სერიოზულად რომ შევაფასოთ.
პადიეზდი
1. უამინდობის დროს საბირჟაო ადგილი 2. მოსაფსმელი ადგილი 3. დასალევი ადგილი 4. გასაჩხერი ადგილი 5. მსხვერპლზე უკნიდან მიხტომის და ქვედაკაბის თავზე წამოცმის ადგილი.
პერაშკი
ცომი, რომელშიც საბჭოთა კავშირის დროს არაფერი იდო.
პონჩიკი
1. იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც პერაშკზე, მაგრამ სიცარიელის მაგივრად პონჩიკში გაუგებარი კრემია.
2. პონჩიკა – მსუქანი ადამიანის დასაცინი სიტყვა.
სვეტაფორი
1. მძღოლთა მყისიერი დაჩლუნგების სივრცე და ამოუხსნელი სიგნალების ადგილი. ერთგვარი შავი ხვრელი სამანქანო გზაზე. აქ ხდება ფერების საოცარი აღრევა – წითელი ხდება მწვანე, ყვითელი საერთოდ ქრება და მძღოლებს ქვეითების გასრესვის დაუოკებელი სურვილი უჩნდებათ.
აძინ-იქსი (ასევე იქს-დვა)
დემონური ფრაზა, რომლის წარმომთქმელი სულ მალე იძულებული ხდება სახლი გაყიდოს.
სემიჩკა
მსუბუქი ნარკოტიკი. მისი მიღება ადრე სტადიონებზე ხდებოდა, ახლა ოჯახურ სიტუაციაში ხდება. ეცადეთ, ვინმე ნერვული ახლობლის გვერდით არ აკნატუნოთ.
სტიაჟკა
ნათესავი ქალი რომ გთხოვს, მოდი, იატაკზე ბეტონი დამისხიო და შენ რომ დაუსხამ. ის კი ერთ კვირაში ბინას გაყიდის და ახალი ბინიდან დაგირეკავს იმავე თხოვნით.
სპეცნაზი
რაზმი, რომელიც ბოროტებისგან უნდა გვიცავდეს, მაგრამ რატომღაც სულ ჩვენს რტყმაში და თრევაშია.
სვეჩი (სვეჩები)
ეს ზუსტად არ ვიცით მანქანის რა ნაწილია, მაგრამ ვიცით, რომ არ უნდა დასველდეს.
სვარკა
მომაჯადოებელი ხელსაწყო, რადგან ყველამ იცის, რომ ყურება არ შეიძლება, მაგრამ მაინც ყველა უყურებს.
ტოჩკა
საშარაფო ადგილი
ზავედენიე
იგივეა რაც ტოჩკა – ანუ კარგი საშარაფო ადგილი
რუმიანა
სახის შტუკატურკა, გალესვა, დაბათქაშება
სბოგომ
დამშვიდობებისას წარმოსათქმელი პარადოქსული სიტყვა, რომელიც ნიშნავს „ღმერთი შენკენ“. პარადოქსული იმიტომაა, რომ მას როგორც წესი, ღმერთი ვისაც არა სწამს ისინი ეუბნებიან ერთმანეთს.
საპოჟკები
კატას რაც აცვია უკანა თათებზე ჩექმებიან კატაში
სერი
გენდალფის ფერი
კუკლა,
ლამაზი გოგო, წამწამებს რომ აფახურებს და პაწკი-პუწკობს, თან ცოტათი უჭკუოა.
ხარაშო
1. თანხმობა. „კეთილი“ -ზე და „კარგი“-ზე უფრო დამაჯერებელი თანხმობა.
2. ხარაშო(ო) – მუქარის შემცველი – ეგრე არა?! ნახე რა გიქნა!
სპასიბა
„გმადლობ“-ზე ორჯერ და „მადლობა“-ზე სამჯერ უფრო ძლიერი მადლიერების გამომხატველი სიტყვა.
ოჩერედი
ეს არის უკიდურესად დაძაბულ ადამიანთა მწკრივი საქართველოში, რომლის მიზანი წესრიგი და თანმიმდევრობაა. ამიტომაც მას ყველა არღვევს, ერთმანეთის თავებზე გადადიან, გზას უჭრიან, ერთმანეთს სიტყვიერად აჯვამენ – შეიძლება 90 წლის ბებომაც ისეთი ჩაგიტაროს, რომ მტრისას.
კერასინკა
90-იანების ნატვრისთვალი, ფილოსოფიური ქვა და პერპეტუმ მობილე.
ტრუპკა
ძველი ტელეფონის ყურმილი, რომელსაც მიკროფონზე ხელი უნდა დააფარო და გვერდით მდგომს ჩუმად გადაულაპარაკო; „აი, ამან ხომ შემცა!“.
სიყვარულით და იუმორით
თქვენი ლიოხა”
კომენტარები