„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ისეთი ხალხის კნავილს ვისმენ, ცხოვრებაში სამშობლოსთვის კი არა, საკუთარი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის რომ ხელი არ გაუწვდიათ.ისეთი ხალხის კნავილს ვისმენ, არც ცხინვალის, არც სოხუმის, არც აგვისტოს ომის, არც სააკაშვილის მმართველობისას ბუჩებიდან რომ არ გამომძვრალან და ახლა გახდნენ, თურმე, სიმართლისთვის მებრძოლები, გმირები და პატრიოტები.ისეთი ხალხი კნავის, არავის ღვაწლს, დამსახურებას, ბრძოლას რომ არ აფასებს და ასე ჰგონია… არა, კი არ ჰგონია, დარწმუნებულია, რომ საქართველოს უახლესი ისტორია მისი დაწერილია. ექვთიმეს ღვაწლი რა იყო, ამან იღვაწა, თურმე, რაც იღვაწა.თუ არავის არ აფასებ, თუ სხვა ადამიანების ბრძოლა და თავდადება არაფრად მიგაჩნია, ძალიან საბრალო და პატარა ხარ.უცნაური და ჭრელი დროა, ყველა ყველაფერს კადრულობს. მუხრუჭი არა აქვთ. ყველა რეაქცია:62Irma Chkadua, Nana Kalandadze და 60 სხვა პიროვნება.“
კომენტარები