ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება. ვარდიკო ნადიბაიძეც კი არ იყო ასეთი. ასე ბრუნდება საბჭოთა კავშირი ჩვენს სახლებში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ქვეყანაში. და დროზე თუ არ მოვუღებთ ბოლოს ბიძინა ივანიშვილს – მთავარ საბჭოთა სიმბოლოს და საბჭოთა კავშირის მთავარ დამნერგავს რეგიონის ოდესღაც ყველაზე ლაღ და თავისუფალ ქვეყანაში, სამუდამოდ და შეუქცევადად წავალთ მოუსავლეთში”
კომენტარები