,,დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია:
,,ტვ1 თან ღამე რომ ვიდექით იცებ გავიხედე და საავადმყოფოდან გამოსული, ლექსო დავინახე სოლიდარობისთვის მოსული. რაღაცნაირი პაციენტის ფორმა ეცვა ცისფერი. ძალიან ემოციური იყო მისი მოსვლა და ჟურნალისტების დახვედრა. მოშორებით ვიდექი და მომინდა მისვლა და რამე კარგის თქმა, მოფერება, მაგრამ რადგან არ ვიცნობდი, თან კამერები იყო მომერიდა. დიდი ხანი ვუყურებდი და სიკეთეს ასხივებდა. ბევრი ვიყოყმანე და მორიდების გამო არ მივედი. რას წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე დღეში მის გასვენებაში მომიწევსა წასვლა.
ისეთი სიმწარე და სინანული გამყვა, კეთილი სიტყვის თქმა არასდროს არავისთან აღარ მომერიდება.”
კომენტარები