მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი:
„კოვიდი არაა, სავარაუდოდ გასტრიტია, კუჭი მტკიოდა საშინლად, ვერ ვჩერდებოდი. ანალიზის პასუხს ველოდები“
მოგვიანებით სახლში დაბრუნებულმა ნუკიმ განაცხადა, რომ აღმოაჩნდა მწვავე გასტრიტი, დაუნიშნეს დიეტა, უნდა მიიღოს მხოლოდ შვრიის ფაფა, პიტნის ჩაი, უცხიმო ხაჭო და თაფლი.
მოდელის თქმით, სავარაუდოდ კუჭი წინა დღით ნაჭამმა „ფასტ ფუდმა“ გაუღიზიანა, რომელსაც ჩვეულებრივ, არ მიირთმევს ხოლმე, რადგან სულ ცდილობს ნაკლებადკალორიული საკვები მიირთვას.
კომენტარები