TV პირველის ეთერში ბერა ივანიშვილზე გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა:
“მგონია, რომ პროკურატურამ, თუ ეს კითხვა არის, უნდა, დიახ, აღძრას საქმე ჯერ ერთი, უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, ამ შანტაჟზე, ამ დაჭრაზე, ამ მონტაჟზე. შინაარსს თქვენ რომ მელაპარაკებით, ისეთ შინაარს დაგიმონტაჟებთ, რომ შეიძლება, ვერ გაასწროთ აქედან. ამიტომ, ჩემი აზრით, თუმცა ეს პროკურატურის გადასაწყვეტია, პროკურატურამ ამ მიმართულებით უნდა აღძრას საქმე…”
კომენტარები