უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“მეგონა, გენდერულ ძალადობაზე მეცხრე რეკომენდაცია მაინც იქნებოდა შესრულებული საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციიდან. პოლიტიკურად პრობლემური რეკომენდაცია არ არის და ძალაუფლებას ეგ არ უზღუდავს ბიძინას. თუმცა, ჯერჯერობით რა დოკუმენტებიც მივიღეთ, ვხედავ, რომ გაუპატიურების დეფინიციის შეცვლას არ აპირებენ!
თუ სექსუალური დანაშაულების თავი არ გასწორდება სტამბულის კონვენციის შესაბამისად, ესე იგი მეცხრე რეკომენდაციაც არ სრულდება!
როგორც ჩანს ქართული ოცნება მინიმუმის მინიმუმსაც არ ასრულებს ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად.
დრო გადის, საქმე არ კეთდება! ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ვერ მივიღებთ ასეთი ბანძი მუშაობით. ისევ აქციებზე დგომა მოგვიწევს, როგორც ჩანს…”
კომენტარები