„სთორის“ წამყვანი თათია შარანგია:
„ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო,
ისევ იზოლაციაში ვარ. ამჯერად ომიკრონმა მომაკითხა! ჯერჯერობით უსიმპტომო. 12 იანვარს მქონდა 37 სიცხე, ოდნავ მეტკინა ყელი. პისიარ ტესტის პასუხი კი უარყოფითი მივიღე.
გუშინ 37.1 სიცხის გამო დავტესტე ჩემი უფროსი შვილი და აღმოჩნდა კოვიდ დადებითი, მხოლოდ ამიტომ, სრულიად უსიმპტომო კვლავ დავიტესტე დღეს და აღმოვჩნდი დადებითი.
გადაცემის ჩაწერა მოვასწარი თქვენთვის და მიხარია რომ შაბათს, როგორც დაგპირდით, 23 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. ანა ტყებუჩავას ძალიან საინტერესო სთორი გელოდებათ
ძალიან მინდა ჯანმრთელად იყოთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს
ყველაფერი კარგად იქნება.“
კომენტარები