ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყანაში საწოლფონდის დეფიციტი არ არის, თუმცა, ადასტურებს იმას, რომ 6 ათასამდე საწოლია სულ მობილიზებული ქვეყანაში, საიდანაც 5200 უკვე დაკავებულია. თამარ გაბუნიას თქმით, ბავშვებს, რომლებსაც ინფექციის რთული ფორმა არ ექნებათ, გადაიყვანენ სასტუმროებში. ასევე, ამბობს, რომ 1500 საწოლის დამატება იგეგმება. რატომ არ არის უკვე გაზრდილი საწოლფონდი და რატომ არ შეინარჩუნა ქვეყანამ არსებული კოვიდგანყოფილებები, ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტრო, არაფერს ამბობს.
ვატო სურგულაძე, ჯანდაცვის ექსპერტი, ტვ პირველთან ამბობს:
“იგივე ხალხი მართავს სიტუაციას, ვინც მართავდა 2020 წელს, როცა გვქონდა ვირუსის შემოტევა. ვერაფერი ვერ ისწავლეს, რა და როგორ უნდა მართონ. ვვარდებით ანალოგიურ სიტუაციაში, ისევ პრობლემები საწოლებთან. ისევ დარეკვები და ქართულ ჯიგრულ პონტში გაკეთება დაწვენების კლინიკაში, რადგან სახლში დარჩენის ყველას ეშინია, ოჯახის ექიმის სისტემა პრაქტიკულად არ მუშაობს”
კომენტარები