„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა – „გულწრფელად გეტყვით, იშვიათად შემხვედრია ისეთი გულწრფელი, ისეთი პატიოსანი, ისეთი პატრიოტი ადამიანი, როგორიც არის ვახო გომელაური,“
„სოსო გოგაშვილი გომელაურის და საქართველოს, ასევე, ქართული პოლიციის წინააღმდეგ არის ინსტრუმენტალური აგენტი, აგენტ ინსტრუმენტი – აგენტი იარაღი. მას იყენებენ „ტვ პირველის“ ნიუსრუმში მოგონილი ამბის ე.წ. ნიუსს პოვოდად. ანუ, ნიუსს თავისი საფუძველი ხომ სჭირდება? – „ტვ პირველის“ ნიუსრუმში რაღაცას რომ მოიგონებენ, ამას სჭირდება ვიღაცამ რაღაც უნდა თქვას. 99 პროცენტის შემთხვევაში, ასეთი აღმოჩნდება ხოლმე სოსო გოგაშვილი. შემდეგ არის სიუჟეტი აბსოლუტური „ფეიკი“. საგამოძიებო კომისია იმას კი არ სჭირდება, მოგონილ ამბავზე რა ააგონ და განავითარონ, საგამოძიებო კომისია იმას სჭირდება, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი სიმართლე მაინც თუ უთქვამთ „ტვ პირველში“. სულ ვფიქრობ, უფრო მაღალი ხარისხის და მეტი ტყუილი რა შეიძლება, თქვან და ყველა ჯერზე ახალ სიმაღლეებს იპყრობენ. ამით ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, საერთაშორისო იმიჯის განადგურებას ცდილობენ. ამიტომ, არიან უსამშობლო და უთვისტომო ადამიანები“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები