ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ დავით გედენიძის მიმართ, რომელიც “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.
გედენიძე 3 დეკემბერს, ბროსეს ქუჩაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მისი მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ:
„იშვიათი პრეცენდენტის მოწმენი გავხდით… მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დავით გედენიძე გაამართლა
პ.ს. დავამატებ, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებები და ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რის გამოც შეწყვიტა სამართალწარმოება აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა ეს მოცემულობა არ მეტყველებს იმაზე, რომ მოსამართლე კობა ჩაგუნავა ნათელი წერტილია ქართული მართლმსაჯულებისთვის, რადგან მან არაერთხელ მიიღო მცდარი გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებში და არაერთი პირი დატოვა უსამართლო პატიმრობაში, მოკლედ რომ ვთქვათ, მისთვის ეს გადაწყვეტილება პირველია.“
კომენტარები