მწერალი ირაკლი კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სრულიად მიუღებელია თურქეთის – ოსმალეთის იმპერიის მიერ ისლამისტი ტერორისტების გაგზავნა ყარაბაღის ტერიტორიაზე. ისინი იქ ჩადიან ქრისტიანების და “ურჯულოების” დასახოცად. ეს უკვე ისეთი ნაბიჯია, რომელიც არ ეპატიება აზერბაიჯანის ავტოკრატიულ რეჟიმს.
როიტერსი გადმოსცემს რომ რეგიონში უკვე ათასობით ისლამისტი ბოევიკისა და ტერორისტის გადმოსროლას აქვს ადგილი. ალიევის ავტოკრატიული რეჟიმი ისედაც არ იწვევდა სიმპატიებს – მაგრამ ამ ნაბიჯის შემდეგ უკვე ყველა ზღვარს გადააბიჯეს. ჩვენ არ დავუშებთ იმას რომ სამხრეთ კავკასია ისლამისტი ტერორისტების საჯიჯგნი მატერიალი იყო. ამის შესახებ ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობდით და ვაფრთხილებიდით ჩვენს ხელისუფლებას. ახლა მოვიდა მოქმედების დრო.
საქართველომ უნდა დაიცვას მშვიდობა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება. არა ომს! არა ისლამისტი ტერორისტების ბოგინს კავკასიაში! არა ძალადობას! გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის რომ კავკასია გამოცხადდეს საერთაშორისო მშვიდობის ზონად!”
კომენტარები