2022 წელი ქართულმა ბანკებმა 2.1 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს, რაც სექტორის რეკორდულ მოგებას წარმოადგენდა.
დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკების მოგების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ხშირად ისმის დაუსაბუთებელი კრიტიკა, თუ რატომ აქვთ ბანკებს ასეთი მოგება, მაშინ როდესაც წლიდან წლამდე თავად საბანკო სექტორის აქტივების მოცულობა იზრდება.
2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების აქტივების ზომამ 70 მილიარდ ლარს მიაღწია, მხოლოდ დეკემბერში აქტივების ზრდა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენდა.
“ხშირად არის დაუსაბუთებელი კრიტიკა, თუ რატომ არის ბანკების მოგება ასეთი მაღალი. პირველ რიგში ალბათ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 2020 წელს ძალიან დაბალი იყო ბანკების მოგება, პანდემიის გამო. ერთია თანხობრივად რამდენია მოგება და მეორეა, ის თუ როგორია ფინანსური ინდიკატორები. სექტორის ზომა იზრდება, აქტივები იზრდება, ეკონომიკა იზრდება და ფაქტია, რომ უფრო მეტ შემოსავალს დააგენერირებს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ რიცხვებზე ზრდა აბსოლუტური მაჩვენებლით ნამდვილად არასწორია. კარგი და გათვითცნობიერებული ექსპერტი არასოდეს გააკეთებს ასეთ მშრალ შეფასებას,”- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.
bm.ge
კომენტარები