ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელი კოენი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ეს ისრაელის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.
ცნობილია, რომ ის პრეზიდენტ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს ხელახლა გახსნაში, რომელიც სრულად აღადგენს მუშაობას.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუჩაში ვიზიტსაც გეგმავს.
“ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს რთულ დროს”, – დაწერა მან Twitter-ზე.
კომენტარები