ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო დღეს მეგობრის საფლავის მონახულებით დაიწყო. მასთან ერთად ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ახალი ხელმძღვანელი სპეცრაზმში მსახურობდა.
ინფორმაციას და ფოტოს ისრაელის პრემიერის კანცელარია ავრცელებს.
ემანუელ მარენო 2006 წელს, ლიბიის მეორე ომის დროს ბოლო დღეებში დაიღუპა. ის იერუსალიმშია დაკრძალული.
“ჩემი ცხოვრების ყველა გზაჯვარედინზე ჩემს მეგობარსა და ძმაზე, ემანუელზე ვფიქრობ. მისი ადამიანებისა და ქვეყნის მიმართ ერთგულების, მისიისა და თავდადებულობის გრძნობა ყოველთვის თან მდევს”, -განაცხადა ბენეტმა.
შეგახსენებთ, 13 ივნისს ისრაელის პარლამენტმა ქვეყნის ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა. ბენეტი პრემიერის პოსტს 2023 წლის სექტემბრამდე დაიკავებს, შემდეგ კი ძალაუფლებას 2 წლით ცენტრისტების ლიდერს, იეშ ატიდს გადასცემს. ყოფილი პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ოპოზიციის ლიდერი გახდება.
კომენტარები