ისრაელის სამძებრო-სამაშველო მოხალისეობრივი ორგანიზაცია ZAKA-ს ინფორმაციით, 10 ოქტომბერს ღაზის საზღვართან მდებარე კიბუც ბეერში 100-ზე მეტი გვამი იპოვეს.
“კიბუციდან ცხედრები მთელი დღის განმავლობაში გამოგვქონდა”, – თქვეს ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში ასევე განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე 108 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა კიბუცის ტერიტორია ჯერჯერობით სრულად არ არის გაწმენდილი.
“დღეს მოხალისეები ბეერის კიბუცში შევიდნენ და იქ საზარელი სანახაობა დახვდათ – ზოგი გარდაცვლილი ზრდასრული იყო, ზოგიც – ბავშვი”, – თქვა Zaka-ს წარმომადგენელმა.
სოფელი ბეერი ღაზის სექტორთან მდებარე პატარა სოფელია. ამ ეტაპზე ცნობილი დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ჰამასელმა ტერორისტებმა მოსახლეობის 10% გაანადგურეს.
,,ტაბულა”
კომენტარები