საკითხი, როდის შემოვა საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინის პირველი დოზები, ჯერ კიდევ ბუნდოვანებით არის მოცული. თარიღმა, რომელიც ბოლო პერიოდში ანონსდებოდა რამდენჯერმე გადაიწია.
პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ითხოვს და ვაქცინების კერძო არხებით შემოტანას გეგმავს კერძო სექტორი.
“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე ვაქცინის შემოტანასთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და მაგალითად მოჰყავს, რას აკეთებდა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი:
“ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.
ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არამგონია რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.”
წყარო – bm.ge
შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას ჩაეძინა. შეუძლია “ფაიზერის” ოფისში იძინოს და ბანერი დადგას წარწერით: “აქ სძინავს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს”, იქნება, ასე მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება…
ნიკოლოზ გამყრელიძე მინისტრებს კი გაჰკრა კბილი, მაგრამ “ალია” იმასაც შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძე პირადად გვაიმედებდა, ვაქცინა შემოვაო და პირადად გვპირდებოდა, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც ვაქცინას მიიღებდა.
კომენტარები