ისრაელში მცხოვრები ანა შიმშილაშვილი ფეისბუქზე ისრაელის პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაზე წერს:
“სამწუხარო სტატია ვრცელდება ისრაელის პრესაში:
გაფრთხილება !!! ისრაელელები ბათუმში: “ტურისტულ ხაფანგში ჩავვარდით, მოგვატყუეს და მარტო ჩვენ არ ვართ”.
ბათუმიდან დაბრუნებული ისრაელები ატყობინებენ ქალაქის რესტორნებში აფიორის ფაქტს, სადაც სადილის ბოლოს მიღებულ თანხა ბევრად აღემატება მათთვის ნაჩვენებ საწყის ფასებს.
ზაფხულის არდადეგების წინ ტურისტები გვაფრთხილებენ და ამბობენ, რომ აფიორა სულ უფრო მატულობს.
ჩემი კომენტარი:
ტაქსი გავაჩერე, თანაც მე ტურისტის არაფერი არ მეტყობა, ქართულად მესაუბრებიან, რუსთაველიდან ანწყურის ქუჩაზე 20 ლარი მომთხოვა ტაქსისტმა.
არ გრცხვენია მეთქი? განა მე 20 ლარი დამენანა, ასე უსირცხვილოდ რომ მომთხოვა – ეს მეწყინა. უცხოელად რომ მივეღე ალბათ 120 ს მომთხოვდა.
….
მეორე მხრივ, ბოლო დღეს ტაქსიში მობილური დამრჩა, 10 წუთის შემდეგ დავურეკე, 5 წუთში მომიტანა. სიხარულისგან რაც კი თანხა მქონდა სულ დავუყარე წინა სკამზე, არ იღებდა, რას ამბობთ ქალბატონოო.
ანუ, მადლობა ღმერთს, წესიერი მეტია, მაგრამ როგორც ვიცით, თეთრ ფარაში შავი ცხვარი ჩანს. ამიტომ მოვერიდოთ და გავუფრთხილდეთ სახელს!”
MOBILE.MAKO.CO.IL
עוקץ תיירים במסעדות בבטומי
ישראלים שחוזרים מבטומי שבגיאורגיה מדווחים על עוקץ במסעדות בעיר, כאשר החשבון שהם מקבלים בסוף הארוחה מנופח בהרבה מהמחיר המקורי שהוצג להם. לקראת חופשות הקיץ מזהירים ה….
კომენტარები