ისრაელმა რუსეთი, ასევე ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა ამოიღო კორონავირუსის პანდემიის გამო მოგზაურობისთვის აკრძალული ქვეყნების სიიდან. აქამდე ისრაელის მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობის უფლება მხოლოდ საგანგებო ნებართვის საფუძველზე ჰქონდათ.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ 16 აგვისტოს გამოაქვეყნა ახალი სია, რომლიდანაც ჩანს, რომ რუსეთის გარდა უკვე ნებადართულია მოგზაურობა ბელარუსში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთსა და კვიპროსში. სიიდან ამოიღეს არგენტინა და სამხრეთი აფრიკაც.
სიაში რჩებიან საქართველო, ბულგარეთი, ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი. მათში მოგზაურობისთვის საგანგებო ნებართვაა საჭირო და ამ ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნებულებმა მინიმუმ ერთი კვირა უნდა დაყონ კარანტინში, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი აცრილი არიან COVID-19-ის წინააღმდეგ. წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 5000 შეკელის (1554 აშშ დოლარი) ოდენობით, ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები