უკრაინის ელჩი ისრაელში ევგენი კორნიჩუკი, ისრაელის ხელისუფლებას ისრაელის უზენაეს სასამართლოში უჩივის. მიზეზი ისრაელის მთავრობისა და კონკრეტულად შს მინისტრის, აიელეთ შაკედის პოზიცია გახდა ლტოლვილების მიღების საკითხთან დაკავშირებით.
“ასეა, ყველგან ვამბობ, რომ ისრაელმა სირაქლემას პოზიცია აირჩია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, ასევე იარაღის მიწოდებაზე. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ლტოლვილების მიღებაზე უარის თქმა.
გადაურჩა ბაბი იარს, ჰოლოკოსტის ყველა საშინელებას, ვფიქრობ, ისრაელის ბრძენი ხალხი დაინახავს ნამდვილ ფაშიზმს რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ.
იმედი მაქვს, ისრაელის ხალხი თავისი დემონსტრაციებით, ქუჩის მარშებით და პოლიტიკოსებზე ზეწოლით შეძლებს შეცვალოს ისრაელის მთავრობის პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.”
წყარო – მთავარი
კომენტარები