დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ისრაელს ვერ დაამარცხებენ, რაც მალე მიხვდებიან ამას მისი მტრები, მით უკეთესია მათთვის.
ზუსტად ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, გასულ საუკუნეში ებრაელი ხალხი დაბრუნდა თავის მიწაზე და შექმნა ისრაელის სახელმწიფო. რადგან ასე ეუბნებოდა უფალი ისრაელს: “ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ.” (ეს. 43,5) და „გამოვიყვან ხალხებიდან და გამოვკრებ ქვეყნებიდან, მივიყვან მათ საკუთარ მიწაზე და დავმწყესავ მათ ისრაელის მთებზე…“ (იეზ. 34,13), ასევე “გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.” (იეზ. 36,24). რადგან ისრაელი აუცილებლად თავის მიწაზე უნდა შეხვდეს უფალს. ქრისტეს მეორედ მოსვლისას, როცა “შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის…” (ზაქ. 14,4) ისრაელი აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს იმ მიწაზე, რომელიც აღუთქვა აბრაამს, რომელზეც იშვა და ჯვარს ეცვა ქრისტე. ებრაელები ისრაელის მიწაზე უნდა შეხვდნენ უფალს და უნდა იცნონ იგი (ზაქ. 12,10). ასეთია ღვთის განგება და ამას ვერავინ შეცვლის. ვერანაირი ძალა და ბოროტების გაერთიანება ვერ ამოშლის ისრაელს თავისი მიწიდან. რაც მალე მიხვდებიან ამას ისრაელის მტრები, მით უკეთესი მათთვის.
მშვიდობა და გამარჯვება ისრაელს!“
კომენტარები