თეოლოგი, ზურაბ შიოშვილი, რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა “პრაიმთაიმში”, ამბობს:
“აღდგომას ლამის ტაძრებზე კარებები აჭედეს, დამოკიდებულება გახდა კონფლიქტური, მკვლელები ხართო, აგრესია წამოვიდა და 3 კვირაში დაიწყო ზღვის სეზონი და მგონი წმინდა გიორგის ძეგლი დარჩა მარტო თილისში, დანარჩენი ყველა იყო იქ. ეს იყო ძალიან მარტივი ილუსტრაცია ამ ხალხისთვის იმისა, რომ ეს იყო გამიზნულია ჩვენ მიმართ… არ იცრება მოსახლეობის რაღაცა ნაწილი რელიგიური მოსაზრებით, ნამდვილად, პრობლემა ნახეთ რაშია. ერთია – ისრაელის ფაქტორი. ჩვენ გვიკვირს ქართველების, მაგრამ ისრაელში ებრაელთა ნაწილი სახლებიდანაა გახიზნული, ზოგი სადღაც დაუსახლებელ ადგილას დასახლდა, კარვები გააკეთეს, იმათაც აქვთ ეს კითხვის ნიშნები, იმიტომ რომ ხედავენ გარკვეულ ნიშნებს წინასწარმეტყველებიდანა, არა მხოლოდ საქრისტიანოსთვის, არამედ იმ ხალხისთვისაც, სხვა რელიგიებისთვისაც. აგრესიულმა ტალღამ ამ ხალხს აფიქრებინა, რომ ეს არის ის, რაზეც ათასწლეულების მანძილზე უამრავი წინასწარმტყველება იწერებოდა და ახლა ხდებაო.”
კომენტარები