ისრაელში რეკორდულად დიდი თანხა – 80,000 ისრაელის ახალი შეკელი ($25 მილიონი) გათამაშდა. ლატარიის გამარჯვებული 3 შვილის მამაა, რომელმაც ბილეთი პირველად იყიდა და შეავსო. როგორც კაცი იხსენებს, იმდენად გახარებული იყო, რომ ვერც მან და ვერც მისმა ცოლმა დილის 6:00 საათამდე ვერ დაიძინეს, მთელი ღამე ილაპარაკეს, შემდეგ კი, ადგა და, როგორც ყოველთვის, სამსახურში წავიდა.
„ვნახე რეკლამა, რომ პრიზი დიდი იყო. გადავწყვიტე, პირველად ჩემს ცხოვრებაში, ბილეთი შემევსო. როდესაც მომგებიანი რიცხვები ვნახე, სინათლის მსგავსი რაღაც ვიგრძენი, რომელსაც ვერ ვხსნი. არაფერი გვაკლია, ჩემი საქმიანობით ჩემს ოჯახს უზრუნველვყოფ და კმაყოფილები ვართ ჩვენი ცხოვრებით, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესება ყოველთვის კარგია“, – ამბობს ის.
კომენტარები