გუშინ, 23 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტის მსვლელობის დროს, მელაძემ მსმენელს მიმართა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს ქალაქი და ფილარმონიის სცენაზე დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს. მან ქალაქის მერი კახა კალაძეც ახსენა და თქვა:
„მადლობა კახას, დარწმუნებული ვარ, რომ ის თბილისის ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მერი“
ცნობისთვის, ვალერი მელაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომი გააპროტესტა რის გამოც მისი სიმღერები რუსეთში ყველა რადიო ეთერიდან და მუსიკალური ტელეარხიდან მოიხსნა, გარდა ამისა მელაძე ჩაიხსნა ყველა კონცერტიდან. ამჟამად მომღერალი მეუღლესთან ერთად იტალიაში ცხოვრობს.
კომენტარები