თანამედროვეობაში, როცა ნებისმიერი სფერო გაციფრულების გზას ადგას, კომპანიის მართვისას ერთ-ერთი ფუნდამენტი სწორედ, რომ ახალი ტექნოლოგიის ათვისება და ინოვაციების დანერგვაა. დღეს ბაზარზე წარმატების მოსაპოვებლად აუცილებელია გამართული შიდა სისტემა, რომელიც ასევე საუკეთესოდ იქნება დაცული. ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ახლადშექმნილი ბიზნესია, სტარტაპი თუ ბაზარზე უკვე ცნობადი დიდი კომპანია, ყველა მათგანისთვის აუცილებელია IT სერვისები უწყვეტად და ეფექტურად იყოს მართული, რაზეც მუდმივად უნდა ზრუნავდნენ როგორც განვითარებული კომპანიები, ასევე ისეთი ორგანიზაციები, ვისაც სურს განვითარება, საკუთარი ბიზნეს პროცესების მართვა ყველაზე მეტადაა პრიორიტეტი.
კომპანიებმა შეიძლება სწორად არ შეაფასონ, თუ რა რისკების წინაშე დგანან კონკრეტულ მომენტში არსებულ გარემოში და შემდეგ, როდესაც მოულოდნელი, კონკრეტული საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს მათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობებს, ხშირად დაუგეგმავ და არარაციონალურ გადაწყვეტილებების იღებენ. ამის თავიდან ასაცილებლად და ამ გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია შეიქმნას ბიზნეს უწყვეტობის გეგმები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმძღვანელო დოკუმენტებს უწყვეტობის მაღალი მაჩვენებლების მისაღწევად. შესაბამისად, სასიცოცხლოდ აუცილებელია ბიზნეს პროცესები იყოს უწყვეტი, რისი მთავარი მამოძრავებელი მექანიზმიც IT სერვისებია ხშირ შემთხვევაში.
IT სერვისების უწყვეტობის მართვის მომსახურება გულისხმობს ტესტირებისა და მონიტორინგის კომპლექსურ ღონისძიებებს, რომლის მიზანია კლიენტების არსებული და უკვე დანერგილი კონტროლის მექანიზმები მუდმივად შესაბამის კონდიციაში იყოს და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება ეფექტურად მოხდეს. IT სერვისები და მათი უწყვეტობა მნიშვნელოვანია პროფესიონალების გუნდს მიანდოთ, ვისაც ექნება შესაბამისი გამოცდილება. ასეთ შემთხვევაში, დარწმუნებული უნდა იყოთ, ასევე სანდოობაში. ნებისმიერი ტიპის კომპანიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს სფერო სათანადოდ იყოს შეფასებული და შესაბამისი ყურადღება ეთმობოდეს, ვინაიდან მცირედმა გულგრილობამაც კი შეიძლება საკმაოდ დააზიანოს პროცესები.
IT სერვისების უწყვეტობის მართვას ხშირად კომპანიები ანდობენ პარტნიორ IT კომპანიებს, ვინც სრულად ჩაიბარებს კონკრეტულ მიმართულებას და უზრუნველყოფს მის ეფექტიანობას. ასეთი კომპანიების მომსახურების პრინციპები დაფუძნებული უნდა იყოს არა მხოლოდ არსებული გეგმების ტესტირებისა და შემოწმების პროცესებზე, ასევე, უნდა შეფასდეს ამ გეგმების ეფექტიანობა. IT სერვისების უწყვეტობის მართვის სერვისი თავის თავში მოიაზრებს ისეთი კონკრეტული სახის მომსახურებას, როგორიცაა IT გარემოსა და სერვისების აუდიტი, IT სერვისების უწყვეტობის გეგმის ტესტირება, IT სერვისების Disaster Recovery გეგმის ტესტირება და IT სერვისების უწყვეტობის კონტროლის მექანიზმების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
IT კომპანიასთან თანამშრომლობისას, ასევე, დამატებითი ბენეფიტია საკონსულტაციო სერვისი, რომელიც მენეჯერებს დაეხმარება ამ სფეროსადმი დასმული კითხვების შესაბამისი პასუხებით და ცოდნით მომარაგებით. ამას გარდა, საკონსულტაციო სერვისის ფარგლებში, კარგი იქნება, თუ კომპანიის წარმომადგენლები მოგაწვდიან რეკომენდაციებს გეგმების განვითარების თაობაზე, რაც საკმაოდ დიდი ბენეფიტია და დამატებით აღრმავებს ნდობას ასეთი ტიპის კომპანიებისადმი. ასევე გახსოვდეთ, IT კომპანიის მთავარი მიზანია თქვენთვის შექმნილი მომსახურება არ იყოს არაეფექტური, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზარზე მისი იმიჯი შეილახება, შესაბამისად ამ ფაქტორის გააზრებაც მნიშვნელოვანია თუ გადაწყვეტთ ამ ტიპის კომპანიასთან თანამშრომლობას.
კომენტარები