იტალიის კულტურის და ტურიზმის მინისტრის დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სავარაუდოდ, წლის ბოლომდე არ გაიხსნება, ეს ინფორმაცია გაზეთმა La Repubblica-მ გამოაქვეყნა.
“ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკაზე,” – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან ფრანჩესკინიმ განაცხადა, რომ .მაისის ბოლოს შესაძლოა დამთვარიელებლებისთვის გაიხსნას სხვადასხვა ისტორიული ობიექტი, მათ შორის კოლიზეუმი და პომპეი.
კომენტარები