იტალიამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 30 იანვარს იტალიაში ჩასულ ორ ტურისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ტურისტები რომში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ. იტალიამ ჩინეთთან ფრენებიც შეაჩერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
კომენტარები