იტალიამ დახმარება რუსეთს სთხოვა, რუსული მედიის ინფორმაციით, პირადად პუტინის ინიციატივით შედგა საუბარი იტალიის პრემიერმინისტრ ჯუზეპე კონტესა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის.
რუსეთი დაპირდა იტალიას, რომ მისი დახმარება იქნება მაშტაბური და სწრაფი.
მოსკოვი იტალიაში გაგზავნის სამხედრო სპეციალისტების, ეპიდემიოლოგებისა და მედიცინის მუშაკების 8 მობილურ ბრიგადას!
ისინი დაეხმარებიან იტალიელ კოლეგებს კორონავირუსით ყველაზე უფრო მეტად დაზარალებულ რეგიონებში. გარდა ამისა, რუსები იტალიელებს მიაწვდიან დამცავ საშუალებებს, სამედიცინო მოწყობილობებსა და მობილურ კომპლექსებს ტრანსპორტისა და ტერიტორიის აეროზოლური დეზინფიცირებისთვის.
მიწოდება განხორციელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხაზით.
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, ევროკავშირის წევრ იტალიას, დაეხმარება რუსეთი, რომელსაც სანქციები დაადო ევროკავშირმა.
რამდენ ქვეყანას სთხოვა იტალიამ დახმარება, სანამ პუტინს დაურეკავდა? ვერ თუ არ ეხმარება ევროკავშირი და ამერიკა იტალიას – ამაზე იტალიელები ჯერ არ საუბრობენ, მაგრამ როცა ეპიდემია ჩაივლის, სავარაუდოდ, თავის სიტყვას იტყვიან.
არაერთი რუსული გამოცემა იტყობინება იმის შესახებ, რომ რუსეთს თავის ქვეყანაშიც მძიმე სიტუაცია აქვს ვირუსის გავრცელების კუთხით, თუმცა, რუსეთმა მაინც იპოვნა საშუალება, იტალიას უარი არ უთხრას.
გასული 24 საათის მანძილზე იტალიაში 793 ადამიანი დაიღუპა.
წინა დღეს – 627.
იტალიამ მადლობა უთხრა რუსეთს დაპირებული დახმარებისთვის.
კომენტარები