იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა The Sun იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქალაქ პადუაში კორონავირუსით 77 წლის კაცი გარდაიცვალა, ლომბარდიის რეგიონში ექიმებმა დაინფიცირებული ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა 76 288-ს შეადგენს, კორონავირუსს კი უკვე 2 345 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 26 სახელმწიფოში უკვე 1 200-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 8-ს მიაღწია.
კომენტარები