იტალიაში, რამდენიმე არასრულწლოვანი, საკუთარი დედების რელიგიური ფანატიზმის გამო გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდნენ.
ინფორმაცია თავდაპირველად exclusivetv-მ გაავრცელა. “ალიამ” ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში მოიძია, რომლის თანახმადაც, ქალები მიეკუთვნებიან სექტას “ახალი ქრისტიანები”. ისინი ბავშვებს აიძულებდნენ ლოცვასა და პატიების თხოვნაში გაეტარებიათ დღეები და ღამეები, ტოვებდნენ მინიმალური საკვების ამარა; უკრძალავდნენ სახლიდან გასვლას, ტელევიზორის ყურებას, ტელეფონების გამოყენებას, სკოლაში სიარულს, მეგობრების ყოლას. ზოგჯერ მშობლების დასჯის მეთოდად იყენებდნენ იმასაც, რომ აიძულებდნენ, არ დაეძინათ.
ბავშვების სკოლის დირექტორი, მას შემდეგ, რაც გაცდენებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, სოციალურ მუშაკებს და პოლიციას დაუკავშირდა.
სამართალდამცველებმა დააკავეს სექტის წევრი ხუთი ქალი, ბავშვებისთვის იძულებით თავისუფლების აღკვეთისა და ცუდად მოპყრობის ბრალდებით.
ამჟამად, ბავშვები სოციალური მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
კომენტარები