იტალიაში ალბანელი ექიმები, რომლებმაც ლუდის წვეულება მოაწყვეს სამართალდამცავებმა კარანტინის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს. ამის შესახებ წერს უკრაინული გამოცემა. გავრცელებული ინფორმაციით, ალბანელი სამედიცინო მუშაკების მისია იტალიაში საჯარიმო ქვითრების გამოწერით დასრულდა- პანდემიის ფონზე მიუხედავად მკაცრი საიზოლაციო შეზღუდვებისა, ექიმები ქალაქ ბრეშიაში ერთ-ერთი მედიკოსის სასტუმრო ოთახში შეგროვდნენ, სადაც აღნიშნავდნენ მათი მისიისა და მოგზაურობის დასრულებას იტალიაში.
ლუდის სმამ და მუსიკების მაღალ ხმაზე მოსმენამ გამოიწვია ის, რომ სასტუმროს ნომრის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გამოიძახა სამართალდამცავი უწყებები, რის შემდეგაც ალბანელი ექიმები 500 ევროთი დააჯარიმეს. საერთო ჯამში 10 მედიკოსს გამოუწერეს საჯარიმო ქვითარი, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში 29 მარტს 30 ალბანელი ექიმი ჩავიდა, რათა დახმარებოდნენ იტალიელ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში.
კომენტარები