იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დადასტურებულია ინფიცირების 1 694 შემთხვევა. ამასთან, დაფიქსირდა გამოჯანმრთელების 83 შემთხვევა.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 64 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 109 შეადგინა. 86 993 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 42 334-ია.
კომენტარები